ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება
ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას  ადგილობირვი მედია ავრცელებს.  რუსი პარლამენტარების დელეგაციას რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფაშინიანმა მედიას განუცხადა, რომ რუსეთის და სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება.

„ჩვენ შევხვდით დუმის დეპუტატებს. მათ ჰქონდათ კითხვები და ჩვენ ვუპასუხეთ. მთავრი გზავნილი ის არის, რომ ეს პროცესი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური შეთქმულება არ არის. რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება.“ – განაცხადა ფაშინიანმა.