ნიკოლ ფაშინიანი 3 ივნისს რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავა.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი იტყობინება, სომხეთმა შესაბამისი მიწვევა მიიღო. ნიკოლ ფაშინიანი ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ანკარაში 3 ივნისს ჩავა.
შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად 28 მაისს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგად ხელახლა აირჩიეს.