ნიკოლ ფაშინიანი - რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გახსნა შესაძლოა, შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამატებითი იმპულსი გახდეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გახსნამ შესაძლოა, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის შინაარსი და სტრუქტურა ხარისხობრივად შეცვალოს.
აღნიშნული განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ასევე მნიშვნელოვანია მშვიდობიანი განვითარების ეპოქაში შესვლის დღის წესრიგის თანმიმდევრული განხორციელება. ეს ეხება არა მხოლოდ სომხეთსა და მთიან ყარაბაღს, არამედ მთელ რეგიონს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მტრული ატმოსფეროს დასაძლევად. ამის საშუალებით შევძლებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებების განახლებას და მის მოგვარებას. ეს არის ზუსტად ის, რაც რეგიონული, ეკონომიკური და სატრანსპორტო განბლოკვის საშუალებას მოგვცემს. ეს შეიძლება, გახდეს დამატებითი იმპულსი შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, თანაბარი პირობების შექმნა სომხეთის მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ეკონომიკური საქმიანობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.