ნიკოლ ფაშინიანი - პრემიერად ჩემი არჩევის შემთხვევაში, ციხეს ყველა პოლიტპატიმარი დატოვებს
საკადრო შურისძიება არ იქნება, – ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა სასტუმრო „მარიოტში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უსამართლო საკადრო ცვლილებები არ იქნება.
„შურისძიებას არ ვაპირებთ. ეს არ არის ჩვენი იდეოლოგია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიძულვილის ფურცელი გადაშლილია და მას არ დავაბრუნებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა პრესკონფერენციაზე პოლიტპატიმრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში, ციხეს ყველა პოლიტპატიმარი დატოვებს.