ნიკოლ ფაშინიანი - პირველად მესმის, რომ პუტინმა სომხეთის მთავრობას სააკაშვილის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა მოსთხოვა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველად ესმის ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის მთავრობას საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სომხეთში შესვლაზე აკრძალვის დაწესება სთხოვა. ეს განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
„ეს საკითხი ჩემთან არავის განუხილავს. პირველად მესმის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მანამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა პირადად მოითხოვა სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან, რომ ამ ქვეყნებში მას შესვლა აუკრძალონ.