სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში ჩავიდა.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„ნიუსამის“ ცნობით, ფაშინიანი 17 ივლისს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.