ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, 16 ოქტომბრამდე თანამდებობიდან გადადგეს
ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, 16 ოქტომბრამდე თანამდებობიდან გადადგეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, 16 ოქტომბრამდე გადადგეს. ამის შესახებ განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა დღეს France24-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

„წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ვადამდელი არჩევნები სომხეთში 9-10 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი უნდა დავტოვო თანამდებობა და ეს 16 ოქტომბრამდე უნდა გავაკეთო”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

როგორც მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მისი გადადგომის შემთხვევაში პარლამენტი ორჯერ ვერ აირჩევს მთავრობის მეთაურს, რის საფუძველზეც დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.