ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამოვრიცხავთ
ერევანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
„ეს საკითხი ძალიან სეროზულად უნდა განვიხილოთ. შესაძლოა, დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვა, ჩვენ განვიხილავთ განვითარების ყველა სცენარს. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“,- განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელშიც დაწერა.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, მოვლენების განვითარების ყველა სცენარს. სომხეთი არცახის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტია. დღეს სომხეთი არცახთან ერთად დგას თავისი სახელმწიფო სისტემისა და მოსახლეობის სრული პოტენციალით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სამშობლოს საზღვრები უსაფრთხოა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“,- წერს „ტვიტერში“ ფაშინიანი.