სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მთელი დღეა ქვეყნის პარლამენტში შეხვედრებს მართავს. გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანი ამ წუთებში დაშნაკცუთიუნის წევრებს ხვდება.
პარალელურად, ნიკოლ ფაშინიანმა განცხადა, რომ ის ტელეფონით ესაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს.
ფაშინიანის თქმით, საუბრის მთავარი თემა სომხეთში არსებული პოლიტიკური სიტუაცია იყო.