ნიკოლ ფაშინიანი - მმართველი პარტია ახალ პრემიერად ხალხის კანდიდატის არჩევას არ შეეწინააღმდეგება
სომხეთის ოპოზიციის ლიდერის თქმით, მმართველი პარტია პრემიერ -მინისტრად „ხალხის კანდიდატის“ არჩევას ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ვაჰრამ ბაღდასარიანთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„წინასწარი განწყობა ისეთია, რომ რესპუბლიკური პარტიის ფრაქცია არ შეეწინააღმდეგება პრემიერად ხალხის კანდიდატის არჩევას. ამ საკითხზე იქნება მიღწეული შეთანხმება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი მმართველი პარტიისგან პირველ მაისს დანიშნული პროცესის საბოტაჟი, ფაშინიანი პასუხობს, რომ წინასწარი განყობა ასეთი არ არის.
„წინასწარი განწყობა არის ისეთი, რომ პირველ მაისს პრემიერ- მინისტრად ხალხის კანდიდატს აირჩევენ.“ – განაცხადა მან.