ნიკოლ ფაშინიანი - კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება იმაზე სერიოზულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია იმაზე სერიოზულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, აუცილებელია, მთავრობა კარანტინის რეჟიმის დაცვა მისი გამოცხადების გარეშე შეძლოს.
„ჩვენ უნდა გადავდგათ მკაცრი ნაბიჯები, რომ ეპიდემია კონტროლს დაექვემდებაროს, რათა უკიდურესი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო. ჩვენ უნდა შევძლოთ კარანტინის რეჟიმის დაცვა, მისი გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მან ასევე თქვა, რომ სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც ეპიდემიის რისკებს ამძაფრებს.
„კორონავიურსთან დაკავშირებით, გამოვითოხვე ინფორმაცია საზოგადოებაში არებული განწყობის შესახებ და საოცრებები გავიგე. მაგალითად ზოგს ჰგონია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები ურიგებენ ფულს მოქალაქეებს, რათა ისინი გახდნენ კორონავირუსის პაციენტები. ამას იმით ხსნიან, რომ თითქოსდა ამგვარი ხერხით საერთაშორისო დახმარებია მიღება იოლია. ასევე მოქალაქეების ნაწილს ჰგონია, რომ სხვა მიზეზებით გარდაცვლილი პაციენტები კორონავირუსით დაღუპულებად ცხადდებიან. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს ტყუილია და ჩვენ არასდროს გაგვივრცელებია სიცრუე“, – განაცხადა ფაშინიანმა.