ნიკოლ ფაშინიანი - კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად შემოღებული წესების დაცვის მიზნით, მოულოდნელ რეიდებს ჩავატარებთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად მიღებული წესების დასაცავად, მთავრობა სხვადასხვა რაიონებში მოულოდნელ რეიდებს ჩაატარებს.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „სომხეთში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა“ ფიქსირდება.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, ყოველდღიურ რეჟიმში გავამკაცროთ მეთოდები, რათა ყველამ დაიცვას წესები“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა: პირბადის ტარება, პერიოდული დეზინფექცია სამუშაო ადგილზე, ხელის დაბანა და სოციალური დისტანციის დაცვა.