ნიკოლ ფაშინიანი - ხაზს ვუსვამ აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ამერიკელ სენატორთან, გარი პიტერსთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ სომხური მედია წერს.
ამერიკელ სენატორთან შეხვედრაზე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას.
„მე ძალიან ვაფასებ თქვენს ვიზიტს სომხეთში, სომეხი ხალხისთვის ამ ყველაზე რთულ მომენტში. ამავდროულად, ხაზს ვუსვამ აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
თავის მხრივ, სენატორმა პიტერსმა გამოხატა შეშფოთება მთიან ყარაბაღში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.