ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძესა და პარტია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.
მჯერა, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას – სოხმეთისა და საქართველოს მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“,- წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.