ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის
მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილი მიღებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები მაღალ დონეზეა.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას“, – წერს ფაშინიანი.