სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე თბილი მილოცვა თქვენი დაბადების დღის აღსანიშნავად. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს თქვენს ყველა საქმეში.
ჩვენს ერებს აერთიანებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უხსოვარი დროიდან მომდინარე დიალოგი, რომელიც ჩვენს მეგობრულ ერებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ხედვას განსაზღვრავს. მე ძალიან ვაფასებ ჩვენს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი დაუღალავი ყოველდღიური შრომა, ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას ახალ სიმაღლეებზე აიყვანს. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები და უდიდესი პატივისცემა“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში.