ნიკოლ ფაშინიანი - ილჰამ ალიევთან საუბრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომ გვჭირდება არა მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულება, არამედ შეთანხმება მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის
ილჰამ ალიევთან საუბრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს სჭირდება არა მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულება, არამედ სტრატეგიული შეთანხმება მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის ხელისუფლების იდეა სტრატეგიული გარიგების შესახებ ეფუძნება რეალური სომხეთის კონცეფციას.
„„ბრიქსის“ სამიტში მონაწილეობა მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად და ეფექტურად, როგორც წესი, კონტაქტების წრე ძალიან ფართოა. მინდა, გამოვხატო კმაყოფილება აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჩემი კონტაქტებით და გაფართოებულ ფორმატში კონტაქტებით. შეიძლება, ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეთი ხანგრძლივობის საუბარი, დიდი ხანია, არ გვქონია, ან საერთოდ არ გვქონია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.