ნიკოლ ფაშინიანი - ევროკავშირთან ჩვენი მომავალი ურთიერთობები უნდა იყოს გამჭვირვალე, მეტიც, გამჭვირვალე უნდა იყოს ევროკავშირის პარტნიორების განზრახვებიც
სომხეთის მომავალი ქმედებები ევროკავშირთან დაკავშირებით უნდა იყოს გამჭვირვალე და გამჭვირვალე უნდა იყოს ევროკავშირის პარტნიორების ზრახვებიც, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ იქნება რეალური შესაძლებლობა, რომ სომხეთი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებს.
„არავისთვის დასამალი არ არის, რომ გაკეთებული განცხადების შემდეგ სომხეთში ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია – უნდა დადგეს თუ არა სომხეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ოფიციალურად. აქ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ცალმხრივი ქმედება და შეიძლება ითქვას, არც ორმხრივია. სწორედ აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად პრობლემების ჩამოყალიბებისას, რათა ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე ჩვენს ხალხში ახალი იმედგაცრუება არ შეიქმნას.
ასევე აუცილებელია ფიზიკურად წარმოვიდგინოთ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა თქმით, სომხეთმა დემოკრატია გარემოებების გამო არ აირჩა, არამედ ეს სომხეთის სტრატეგიაა.
„ამ სტრატეგიის გაგრძელება, ერთი მხრივ, მოგვიტანს უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან, აშშ-თან და დასავლელ პარტნიორებთან; მეორე მხრივ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი დემოკრატია ჩვენს რეგიონს და ჩვენს რეგიონულ პოლიტიკას. ჩვენი მომავალი ურთიერთობა იმავე ევროკავშირთან გამჭვირვალე უნდა იყოს. უფრო მეტიც, ევროკავშირის პარტნიორების განზრახვები უნდა იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა ფაშინიანმა.