ნიკოლ ფაშინიანი, ენტონი ბლინკენი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში დღეს შეხვედრას გამართავენ
ნიკოლ ფაშინიანი, ენტონი ბლინკენი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში დღეს შეხვედრას გამართავენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა, სავარაუდოდ, ერთ საათს გაგრძელდება.
ნიკოლ ფაშიანიანი უკვე შეხვდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს.
სომხეთის დელეგაციის შემადგენლობაში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.
მოგვიანებით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის „ევროჯასტის“ შეთანხმებას მოეწერება ხელი.