ერევანში დღეს საპროტესტო აქცია არ იქნება. ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი 18:00 საათზე, სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავა და აქციას იქ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ოპოზიციის ლიდერმა გიუმრიში მიიწვია ის ადამიანები, რომლებიც გადაღლილები არ არიან.
28 აპრილს კი ფაშინიანი აქციას ვანაძორში ჩაატარებს.