ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი 15 დეკემბერს ბრიუსელში შეხვდებიან
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი 15 დეკემბერს ბრიუსელში შეხვდებიან

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან. განცხადება ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაავრცელა.

შარლ მიშელი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაცით, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ბრიუსელში ერთმანეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება.

შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრის დროს სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება პირდაპირი კომუნიკაციის ხაზი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის თავდაცვის მინისტრების დონეზე.