სომხეთმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მონაწილეობა შეაჩერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განაცხადებით, სომხეთმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მონაწილეობა გაყინა. ამის შესახებ ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი აზრით, სომხეთის მიმართ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ არ განხორციელებულა, განსაკუთრებით, 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩეს. ჩვენ გავყინეთ მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შენარჩუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.