ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია საჭიროა, რომ სომხეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია საჭიროა, რომ სომხეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ტავუშის რეგიონში ჩავიდა და სოფელ ვოსკეპარის მოსახლეობასთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხი განიხილა.
„დგება დრო, როცა საკუთარი თავი უნდა გასწირო სამშობლოს, ქვეყნის გულისთვის. თქვენ უნდა იცოდეთ, რატომ აკეთებთ ამას. მე ვიცი, რატომ ვაკეთებ, მე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ სომხეთის რესპუბლიკა გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტავუშის რეგიონში გასულ თვეშიც ჩავიდა და ტავუშის ოთხი სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე ისაუბრა, რასაც სოფლის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებოდნენ.
ფაშინიანმა მოსახლეობას უთხრა, რომ ეს სოფლები აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი დაიწყება.