ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანისთვის „სატრანსპორტო დერეფნის“ საკითხი სომხეთს არ განუხილავს და არც მომავალში განიხილავს
აზერბაიჯანისთვის „სატრანსპორტო დერეფნის“ საკითხი სომხეთს არ განუხილავს და არც მომავალში განიხილავს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, საუბარი შესაძლოა, შეეხოს ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნას რეგიონში.
„სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა სომხეთისთვის არა მხოლოდ მისაღებია, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, რადგან ამ შეთანხმებების საფუძველზე, სომხეთი მიიღებს სარკინიგზო კავშირებს ირანთან და რუსეთთან. სომხეთს არ განუხილავს „დერეფნის ლოგიკა“, არც ახლა განიხილავს და არც სამომავლოდ“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.