ნიკოლ ფაშინიანი - ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის შემდეგ, სომხეთში არ იქნება პოლიტიკური ვენდეტა
ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის შემდეგ არ იქნება პოლიტიკური ვენდეტა, მთავრობაში კი ოლიგარქები არ იქნებიან – ამის შესახებ ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, ვაჰრამ ბაღდასარიანის სამუშაო კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ, ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთში პოლიტიკური და ეკონომიკური დევნის დრო დასრულდა.
სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური 8 მაისს ჩატარდება. ნიკოლ ფაშინიანი ერთადერთი კანდიდატია. პირველ მაისს ჩატარებულ პირველ ტურში, ფაშინიანმა პარლამენტში საჭირო ხმები ვერ მოაგროვა. განახლებული საპროტესტო აქციების ფონზე, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს კანდიდატს, რომელსაც დეპუტატების ერთი მესამედი მიემხრობა.