ნიკოლ ფაშინიანი ადასტურებს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის საზღვართან რუსი სამხედროები არიან განთავსებული
ნიკოლ ფაშინიანი ადასტურებს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის საზღვართან რუსი სამხედროები არიან განთავსებული

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ადასტურებს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის საზღვართან რუსი სამხედროები არიან განთავსებული.

პრემიერის თქმით, ამაში უჩვეულო არაფერია.

„რუსი სამხედროები განთავსებული არიან ირანისა და სომხეთის, ასევე თურქეთისა და სომხეთის საზღვრებზე. ახლა კი, სამხრეთით ვითარების ბოლოდროინდელი გამწვავების ფონზე, რუსი მესაზღვრეები ასევე დგანან სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საზღვართან“, – აცხადებს ფაშინიანი.