ნიკოლ ფაშინიანი - თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში უკვე ტრადიციად ქცეული, სომხეთის საწინააღმდეგო ლოგიკაც შეინიშნება
ნიკოლ ფაშინიანი - თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში უკვე ტრადიციად ქცეული, სომხეთის საწინააღმდეგო ლოგიკაც შეინიშნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებით აღშფოთებულია.

ფაშინიანის თქმით, თურქეთის ამგვარი ქცევა რეგიონის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, თურქეთის განცხადებაში უკვე ტრადიციად ქცეული სომხეთის საწინააღმდეგო ლოგიკაც შეინიშნება.

„უკვე დიდი ხანია, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, ცნობილი მოტივებიდან გამომდინარე სომხეთის საწინააღმდეგო ბარათი გაათამაშოს. შესაძლოა, საქმე გვქონდეს აზერბაიჯანის მხრიდან საზღვარზე სიტუაციის გამწვავების მცდელობასთან, რომლის კონტექსტითაც ნათელი ხდება მათი მხრიდან ადამიანთა სიცოცხლის უგულველყოფა, მათ შორის აზერბაიჯანელი სამხედროების სიცოცხლის უგულველყოფაც, რაც მათ უპერსპექტივო ქმედებებშიც გამოიხატება“, –  განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის სამხედრო ძალების მიერ აზერბაიჯანის თოვუზის რეგიონზე თავდასხმას.