ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას უკვე წელს ისურვებდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას უკვე წელს ისურვებდა.
კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე დისკუსიის დასასრულს მოდერატორმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ჰკითხა, სურვილის ჩაფიქრება რომ შეეძლოს, რომელ წელს ისურვებდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას?
აღნიშნულთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „რომელ წელს? წელს“.