ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი საერთაშორისო პარტნიორებთან მთხოვნელის როლში არ იქნება
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში ჩვენ მთხოვნელის როლში არ ვიქნებით – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, დემოკრატია სომხეთისთვის არა საგარეო პოლიტიკური პოზიცია, არამედ ღირებულებათა სისტემაა.
„ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი ვითარებას სწორედ ასე მიიღებს. ეჭვი არ მეპარება, რომ დემოკრატიულ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ და წარმატებას მივაღწევთ. რეფორმების რეალიზებას საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შევძლებთ, მაგრამ ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ. ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენმა პარტნიორებმა ქმედებები უნდა გამოკვეთონ“, – აღნიშნა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ნატო-სთან ურთიერთობას, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზად არის ალიანსთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად.