ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმდნენ, ეღიარებინათ, 1991 წლის ალმათის დეკლარაციაში გაწერილი ადმინისტრაციული საზღვრები გამხდარიყო სახელმწიფო საზღვარი
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმდნენ, ეღიარებინათ, 1991 წლის ალმათის დეკლარაციაში გაწერილი ადმინისტრაციული საზღვრები გამხდარიყო სახელმწიფო საზღვარი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ ფართობად 86 600 კვადრატულ კილომეტრს აღიარებს, საპასუხოდ კი აზერბაიჯანი სომხეთის ფართობად 29 800 კვადრატულ კილომეტრს ცნობს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა რეიკიავიკში გამართულ ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებმა შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის შუამავლობით მიაღწიეს და შეთანხმდნენ, ეღიარებინათ, 1991 წლის ალმათის დეკლარაციაში გაწერილი ადმინისტრაციული საზღვრები გამხდარიყო სახელმწიფო საზღვარი.

„მრავალი წლის განმავლობაში სომხეთში დემოკრატიის არარსებობის გასამართლებლად ყარაბაღის კონფლიქტი სახელდებოდა. 2018 წელს ჩვენმა ხავერდოვანმა რევოლუციამ შექმნა პირობები დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა 2020 წლის სექტემბერში აზერბაიჯანი თავს დაესხა მთიან ყარაბაღს და სომხეთს მოუწია ომში ჩართვა. 2020 წლის 9 ნოემბერს მე ხელი მოვაწერე სამმხრივ განცხადებას, რაც გახდა სომხეთის სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმის მიზეზი, თუმცა ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა დემოკრატიული წესრიგი“, – განაცხადა ფაშინიანმა.