ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ 25 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გაიმართება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 25 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შუამავლობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გაიმართება.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, 19 მაისს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრაა დაგეგმილი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ჩაფრინდა რუსეთის დედაქალაქში.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ ივნისს კიშინოვში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დაგეგმილია ხუთმხრივი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის მონაწილეობით.
„ანალოგიური ხუთმხრივი შეხვედრა ასევე ოქტომბერშია დაგეგმილი, გრანადაში. შემდეგი სამმხრივი შეხვედრა კი ბრიუსელში, ივლისშია დაგეგმილი“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.