ნიკოლ ფაშინიანი 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება.
სომხური მედიის ცნობით, ინფორმაციას სომხეთის მთავრობის მეთაურის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, ფაშინიანი 9 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.