ნიკოლ ​ფაშინიანი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი​ს წინააღმდეგ აღძრულ საქმეში პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს
ნიკოლ ​ფაშინიანი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი​ს წინააღმდეგ აღძრულ საქმეში პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში პოლიტიკური მოტივაციის არსებობას გამორიცხავს.

ფაშინიანი აცხადებს, რომ წარსულში მთავრობები სამართალდამცავი ორგანოების ძალაუფლებას ბოროტად იყენებდნენ, რადგან მათ ლეგიტიმაციის პრობლემები ჰქონდათ, ხოლო მოქმედ მთავრობას ამის პრობლემა არ აქვს.

„ჩვენ არ გვჭირდება, რომ სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ვაქციოთ, რათა ოპონენტები გავაჩუმოთ. ჩვენ ვიცნობთ მათ ლექსიკონს. მოსახლეობა მათ თავად განდევნის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაიკითხა. დაკითხვამდე გაგიკ წარუკიანს სომხეთის პარლამენტმა იმუნიტეტი გაუუქმა.

„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სამი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს. წარუკიანს სათამაშო ბიზნესში უკანონოს საქმიანობას, 2017 წლის არჩევნების დროს ამომრჩეველთა მოსყიდვას და მიწის ნაკვეთების უკანონო მისაკუთრებას ედავება. თავად პარტიის ლიდერი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.