განათლების სამინისტროს წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილს პასუხობს
განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის სამოქალაქო განათლების ექსპერტი ნიკო სილაგაძე „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილს პასუხობს, რომელმაც სკოლებში კვირეულის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ჩატარება ლგბტქი-თემის საკითხების პროპაგანდად შეაფასა.
„უსაფრთხოება, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხელშეწყობა და თანაბარი უფლებების მიცემა განათლებაში – არის პრიორიტეტი საქართველოს განათლების სამინისტროსთვის. ამიტომ ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ყველა ინიციატივას და ღონისძიებას, რომელიც ამ მიმართულებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
ეს არის საფუძველს მოკლებული და ცილისწამება, რადგან ამაზე ლგბტ თემებზე საუბარი არ არის და განათლების სამინისტროდანაც არ ყოფილა ამაზე საუბარი“, – განაცხადა ნიკო სილაგაძემ.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ თანამოაზრებთან ერთად განათლების სამინისტროსთან აქცია გამართა, სადაც კვირეულის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ჩატარება გააპროტესტა. მისი თქმით, კვირეული სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში ტარდება და მისი მიზანი ლგბტქი-თემის საკითხების პროპაგანდაა.