ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი ქართველებს მედლის გარეშე მაინც არ დაუსრულებიათ. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადიშვილმა 90-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ბელარუსი იგორ ვარაპაევი იპონით დაამარცხა. მანამდე, 22 წლის სპორტსმენმა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუს მიხაილ იგოლნიკოვთან წააგო.
შერაზადიშვილი 14 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა ესპანეთში და მოგვიანებით, როცა არჩევანის წინაშე დადგა, ესპანეთის ნაკრებში გამოსვლა ამჯობინა.
ნიკა მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა. წლევანდელ სეზონში მან მესამე ადგილი დაიკავა დიუსელდორფის გრანდ-სლემზე და მეექვსე ადგილი – პარიზის გრანპრიზე. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი იყო მსოფლიოს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლი (2015) და ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი და ბრინჯაო.
თელ-ავივში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის მედალოსანთა სრული სია ასე გამოიყურება:
60 კგ.
1. ისლამ იაშუევი (რუსეთი)
2. იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი)
3. ეშლი მაკენზი (ბრიტანეთი)
3. ბესლან მუდრანოვი (რუსეით)
66 კგ.
1. ადრიან გომბოცი (სლოვენია)
2. მატეო მედვესი (იტალია)
3. ტალ ფლიკერი (ისრაელი)
3. დმიტრი შერშანი (ბელარუსი)
73 კგ.
1. ფერდინანდ კარაპეტიანი (სომხეთი)
2. ჰიდაიათ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
3. ბილალ ჩილოგლუ (თურქეთი)
3. ტომი მაციასი (შვედეთი)
81 კგ.
1. საგი მუკი (ისრაელი)
2. სამი ჩუჩი (ბელგია)
3. ანტონიო ესპოზიტო (იტალია)
4. ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)
90 კგ.
1. მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
2. ნემანია მაიდოვი (სერბეთი)
3. ნიკა შერაზადიშვილი (ესპანეთი)
3. ტეოდოროს ცელიდისი (საბერძნეთი)
100 კმ.
1. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
2. სირილ მარე (საფრანგეთი)
3. ზელიმ კოცოიევი (აზერბაიჯანი)
3. პეტერ პალტჩიკი (ისრაელი)
+100 კგ.
1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
2. ტამერლან ბაშაევი (რუსეთი)
3. ჰენკ გროლი (ჰოლანდია)
3. სტეფან ჰეგი (ავსტრია)