ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მიმდინარე აქციებს არავითარი კავშირი არ აქვს უკრაინულ მაიდანთან
სომხეთში მიმდინარე აქციებს არავითარი კავშირი არ აქვს უკრაინულ მაიდანთან , – ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა სასტუმრო „მარიოტში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს 100 %-ით სომხური პროცესია და სხვა ქვეყნის კომპანიებიდან ან რესურსებიდან ერთი ლუმაც (სომხური მონეტა) კი არ მიგვიღია. ყველა ჩვენი ფინანსური წყარო გამჭვირვალეა“, – აცხადებს ფაშინიანი.
მისი განმარტებით, ვისაც აქციის ორგანიზატორების კავშირებში ეჭვი ეპარება, მათთვის სპეციალურ დოკუმენტს წარადგენენ.
„ყველასთვის, ვისაც ჩვენს კავშირებში ეჭვი ეპარება, უახლოეს დღეებში შესაბამის დოკუმენტს წარვადგენთ“, – განაცხადა ოპოზციის ლიდერმა.