ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შემდეგ, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატებს ითხოვს
ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შემდეგ, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატებს ითხოვს

ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შემდეგ, ტრამპი ბაიდენთან დებატებს ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს.

„ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მე და ჯო ბაიდენმა ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და ამერიკელი ხალხისთვის. ამიტომ მე ვითხოვ დებატებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას! მოუთმენლად ველოდები პასუხს“, – წერს ტრამპი.

ბაიდენის საარჩევნო შტაბმა ტრამპს უკვე უპასუხა. ბაიდენის შტაბში აღნიშნეს, რომ ეს საუბარი მათ ექნებათ „შესაფერის დროს“ და მოუწოდეს ყოფილ პრეზიდენტს, უყუროს ბაიდენის გამოსვლას ხუთშაბათს.

ნიკი ჰეილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს ოფიციალურად გამოეთიშა. შედეგად, რესპუბლიკური პარტიიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი, დონალდ ტრამპი რჩება.