ნიკი ჰეილიმ კოლუმბიის ოლქში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისი მოიგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა
ნიკი ჰეილიმ კოლუმბიის ოლქში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისი მოიგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჰეილიმ, დონალდ ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში, მოიპოვა ხმების 62,9%, ხოლო ტრამპმა – 33,2%.
როგორც „როიტერი“ წერს, ჰეილი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც მოიგო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისი.
ჰეილის განცხადებით, მიუხედავად წინა მარცხისა, ის არ აპირებს არჩევნების დატოვებას, რადგან მიაჩნია, რომ „სხვა შტატებში ამომრჩევლები იმსახურებენ ტრამპის ალტერნატივას“.