ნიკი ჰეილი - აშშ მზადაა იმოქმედოს სირიასთან მიმართებაში, თუ ამას გაეროს უშიშროების საბჭო არ გააკეთებს
აშშ მზადაა იმოქმედოს სირიასთან მიმართებაში, თუ ამას გაეროს უშიშროების საბჭო არ გააკეთებს – ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ნიკი ჰეილის თქმით, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება მუდმივად მარცხს განიცდის, დგება დრო, როდესაც ქვეყნები იძულებული ხდებიან დამოუკიდებლად იმოქმედონ.
„ეს არ არის გზა, რომელსაც ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ, მაგრამ ამის დემონსტრირება ჩვენ უკვე გავაკეთეთ და მზად ვართ ეს კვლავ გავიმეოროთ“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
აშშ-მა სირიაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციის პროექტი წარადგინა. ნიკი ჰეილიმ თქვა, რომ საბჭოზე დამტკიცების შემთხვევაში რეზოლუცია ეფექტს დაუყოვნებლივ იქონიებს და ეს არ მოიცავს ანტი-ტერორისტულ ხარვეზებს ასადისთვის, რუსეთისთვის და ირანისთვის, რომ მას ამოეფარონ. აშშ-ის რეზოლუციის პროექტი 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას აღმოსავლეთ ღუტაში ითვალისწინებს.
აშშ-ის ელჩის გამოსვლას კრიტიკით უპასუხა გაეროში რუსეთის ელჩმა. ვასილი ნებენზიას თქმით, დამასკოს აქვს საფრთხის განეიტრალების ყველა უფლება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ღუტაში, რომელიც ტერორიზმის კერა გახდა.