ნიკი ჰეილი - აშშ იყო, არის და იქნება გაერო-ს სამშვიდობო ძალების უდიდესი კონტრიბუტორი
გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გაეროს მშვიდობისმყოფელების მისიის მნიშვნელობასა და ამ მისიებში ამერიკის შეერთებული შტატების როლზე იმსჯელა.
მისი თქმით, ამერიკა იყო, არის და იქნება გაეროს სამშვიდობო ძალების უდიდესი კონტრიბუტორი, რომელი სამშვიდობო მისიების ბიუჯეტის 28%-ს აფინანსებს.
„ამის მიუხედავად, სამშვიდობო მისიები ყველას პასუხისმგებლობაა და მხოლოდ ერთი ქვეყანა ბიუჯეტის მეოთხედზე მეტს არ უნდა აფინანსებდეს. ფინანსური პასუხისმგებლობა ყველაზე უნდა გადანაწილდეს”, – განაცხადა ჰეილიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების გაერო-ს სამშვიდობო მისიებს ყოველწლიურად 8 მილიარდი დოლარით აფინანსებს, რაც ბიუჯეტის 28%-ს შეადგენს.