ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ ტრამპის გუნდმა თეთრ სახლში თანამდებობა შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა
ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ ტრამპის გუნდმა თეთრ სახლში თანამდებობა შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა

ნიკი ჰეილის განცხადებით, ტრამპის გუნდმა თეთრ სახლში თანამდებობა შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა.

ნიკი ჰეილი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გაერო-ში აშშ-ის ელჩი იყო. ის ასევე მონაწილეობდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში.

ჰეილიმ აღნიშნა, რომ მას არჩეული პრეზიდენტის ახლო მეგობარი სტივ ვიტკოფი დაუკავშირდა, თუმცა ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობის მიღებაზე უარი განაცხადა.

„მან მკითხა: რა გინდა? არის რამე, რაც გინდა? მე ვუპასუხე, არაფერი არ მინდა. მის კაბინეტში ყოფნის არანაირი ინტერესი არ მქონდა. მან ეს იცოდა“, – აღნიშნა ნიკი ჰეილიმ.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ თავის ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მიიწვევს.

ნიკი ჰეილის თქმით, მისი მეუღლე და ვაჟი „აღშფოთებული“ იყვნენ მას შემდეგ, რაც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას სამსახურში დაბრუნებას არ სთხოვდა.

„სიმართლე ისაა, რომ ვიცი, რა თამაშსაც ის თამაშობდა. მე არ მჭირდება ამ თამაშში მონაწილეობა. უფრო მნიშვნელოვანია, ფართო სურათს შევხედოთ. დროა, წინ წავიდეთ“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.