ნიკარაგუის პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას საწინააღმდეგო აქციაზე 26 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და პოლიტიკური ლიდერები.
ნიკარაგუის ოპოზიცია პრეზიდენტის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას ცდილობდა. დანიელ ორტეგას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სოციალური დახმარებების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. აპრილის შემდეგ აქციების დროს 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.