ნიკარაგუაში პრეზიდენტ დანიელ ორტეგას წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციასთან შეტაკების დროს დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, ხოლო ათობით ადამიანი დაშავებულია.
საპროტესტო აქციები მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელფასისა და პენსიის გაზრდას ითხოვდნენ, მოგვიანებით კი აქცია ორტეგების ოჯახური მმართველობის დასრულების მოთხოვნაში გადაიზარდა.
გაერო ნიკარაგუას ავტორიტარულ რეჟიმს მოუწოდებს, სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს.