ნიკა ობოლაძე - „ქართული ოცნების“ მიღებული „რუსული კანონის“ მთავარი მოტივია, ებრძოლოს დასავლეთს, გაათანაბროს მტერი და მოყვარე
ნიკა ობოლაძე - „ქართული ოცნების“ მიღებული „რუსული კანონის“ მთავარი მოტივია, ებრძოლოს დასავლეთს, გაათანაბროს მტერი და მოყვარე

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „რუსული კანონის“ მთავარი შინაარსი და მთავარი მოტივი არის, ებრძოლოს დასავლეთს, რომ გაათანაბროს მტერი და მოყვარე, თქვას, რომ დასავლეთი არის მტერი და ამ კანონის შინაარსი არის დასავლეთთან და ევროპასთან ბრძოლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არცერთ ევროპულ ქვეყანაში ეს კანონი არ მოქმედებს მსგავსად, რომელიც ებრძვის თავის თავს, ებრძვის დემოკრატიას, დასავლეთს და დასავლურ ღირებულებებს.

„ამიტომ მთავარი განსხვავება ჩვენს კანონს და სხვა კანონებს შორის არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მიზანიც არის ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა, ამას ამბობს ივანიშვილიც, კობახიძეც და ყველა, როდესაც აკეთებს ამ კანონზე კომენტარს“, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.