ნიკა ობოლაძე - ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარცხდება, ამიტომ ოპოზიცია არანაირ დესტრუქციას არ გეგმავს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, თუ ვინმე არეულობას და დესტრუქციას გეგმავს, ეს „ქართული ოცნებაა“.
მისივე თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. ნიკა ობოლაძის განმარტებით, გაუგებარია „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადება, თითქოსდა არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ გეგმებთან დაკავშირებით.
„ამ ქვეყანაში ადამიანების ორი მესამედი მაინც უკმაყოფილოა იმით, რაც ხდება ქვეყანაში და არ სურს ცხოვრების ასე გაგრძელება, ანუ ოპოზიციურადაა განწყობილი. შესაბამისად, ოპოზიცია ამ არჩევნებში იმარჯვებს და „ქართული ოცნება“ მარცხდება, ამიტომ ოპოზიცია არანაირ დესტრუქციას არ გეგმავს, მით უმეტეს გაუგებარია მდინარაძის საუბარი რაღაც საჩივრებზე. წინა არჩევნებზე ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დამკვირვებლებმა დაწერეს რამდენიმე ათასი საჩივარი და იქიდან 99 პროცენტი არც კი განიხილა არც კომისიამ, არც სასამართლომ. შესაბამისად, გაუგებარია ეს ყველაფერი. რა ინვენტარის მოპარვა, საერთოდ რაზე არის საუბარი? 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე წყდება ქვეყნის ბედი, ამ დროს უმრავლესობის ფაქტობრივად ლიდერი საუბრობს კალმებისა და ფურცლების მოპარვაზე, ამით არჩევნების შედეგებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ? რა ხდება საერთოდ? არანაირ დესტრუქციას ოპოზიცია არ აპირებს. ოპოზიცია აპირებს, მშვიდობიანად გამოცხადდეს ამ არჩევნებზე, მოაბილიზოს საკუთარი ამომრჩეველი და ვერც ერთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43 პროცენტს“, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს გეგმავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს. მისივე თქმით, ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს,