ნიკა ობოლაძე - ნიკა მელიას იცავს სიმართლე, ვნახოთ, რამდენზეა წამსვლელი ხელისუფლება სიმართლის წინააღმდეგ
ნიკა ობოლაძე - ნიკა მელიას იცავს სიმართლე, ვნახოთ, რამდენზეა წამსვლელი ხელისუფლება სიმართლის წინააღმდეგ

ნიკა მელიას იცავს სიმართლე და ვნახოთ, რამდენზეა წამსვლელი ეს ხელისუფლება სიმართლის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა ობოლაძემ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ნიკა მელიას დაჭერა გაუჭირდება.

„რას იზამს, ხელისუფლება ჩვენთვის უცნობია. კონკრეტული სამოქმედო გეგმაზე ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვართ. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ ნიკა მელიას დაჭერა ზუსტად იმიტომ, რომ ნიკა მელიას დაჭერა უნდა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის თავმჯდომარეც თავის დროზე ვერ გაუფრთხილდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობის სიმბოლოს და ის ჩააბარა ოკუპანტ გავრილოვს. ამიტომ, ქვეყნის ღირსების დაცვა თუ დანაშაულია, ამ შემთხვევაში ასამართლებენ არა მხოლოდ მელიას, არამედ მთელი 20 ივნისის პროცესს. მაშინ, პროტესტი იყო მართალი და გავრილოვი, კობახიძე და ქუცნაშვილი, რომელსაც ერთს მოუწია ქვეყნიდან წასვლა, ერთს პოლიტიკიდან წასვლა და ერთს თანამდებობის დატოვება, არ იყვნენ მართლები. სიმართლე არის მარტივი, ისინი ვერ დაიჭერენ მელიას. ნიკა მელიას იცავს სიმართლე და ვნახოთ, რამდენზეა წამსვლელი ეს ხელისუფლება სიმართლის წინააღმდეგ. ასევე კომიკურია, რომ მიგვითითებს, მოდით, მოვილაპარაკოთ და მეორე ხელით პოლიტიკურად გვდევნის ეს არის წარმოუდგენელი. ხელისუფლებას მოუწევს, რომელიმე ხელი ჩაწიოს და თქვას, მას უნდა მოლაპარაკებები თუ ის მიდის ბოლომდე პოლიტიკური დევნის გზით. ჩვენს შემთხვევაში ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ორი ერთდროულად მიუღებელია და წარმოუდგენელი“, – განაცხადა ობოლაძემ.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ვადა ამოეწურა, გენერალურმა პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.