ნიკა ობოლაძე - ჩვენი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ განვაცხადებთ თანმიმდევრულად, მანამდე ვაპირებთ, გავიდეთ რეგიონებში და გავმართოთ დიდი აქციები დიდ ქალაქებში
ნიკა ობოლაძე - ჩვენი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ განვაცხადებთ თანმიმდევრულად, მანამდე ვაპირებთ, გავიდეთ რეგიონებში და გავმართოთ დიდი აქციები დიდ ქალაქებში

აქციებით, რომელსაც ჩვენ გავმართავთ თბილისში, ასევე რეგიონებშიც, ვითხოვთ და ველოდებით, შეიცვალოს რეალობა ქვეყანაში, რათა საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში უმრავლესობის ნება არ იყოს უგულებელყოფილი, არამედ იყოს ასახული ქვეყნის მმართველობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამომავლო გეგმების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს და მოსახლეობას ამის შესახებ დროდადრო შეატყობინებენ.

„მიუხედავად ტოტალური დაშინების, მოსყიდვის,ზემოქმედებისა და ასე შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ რიგ შემთხვევებში დაიწერა 0.7-0.9-1.1 პროცენტი, ე.წ. გამარჯვება. ეს ნიშნავს, რომ ვერ გაიმარჯვეს და ამ ქალაქებში რეალურად გაიმარჯვა ოპზიციამ. შესაბამისად, უმრავლესობის ნება არ არის ასახული მმართველობაში, უმცირესობა მართავს ყველაფერს და უმცირესობას აქვს მმართველობის ყველა ბერკეტი. ამ აქციებით, რომელსაც ჩვენ გავმართავთ რეგიონებშიც, იქნება თბილისშიც, ვითხოვთ და ველოდებით, შეიცვალოს რეალობა ქვეყანაში, რათა საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში უმრავლესობის ნება არ იყოს უგულებელყოფილი, არამედ იყოს ასახული ქვეყნის მმართველობაში.

ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები, როგორ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები, იქნება აქციები, პარლამენტში მანდატების დატოვება თუ სხვა სახის პროტესტი, ყველაფერი გადაწყდება ნელ-ნელა. ჩვენ ამის შესახებ გვაქვს საუბრები და განვაცხადებთ თანმიმდევრულად. მანამდე ჩვენ ვაპირებთ, გავიდეთ რეგიონებში და გავმართოთ დიდი აქციები დიდ ქალაქებში.

რაც შეეხება აქციის თარიღს, თუ თქვენ გულისხმობთ 2007 წლის 7 ნოემბერს, ეს მოხდა 14 წლის წინ. ეს ფაქტი იყო ძალიან უსიამოვნო და შესაბამისად, თავისი პოლიტიკური შედეგები ჰქონდა – პრეზიდენტი გადადგა, არჩევნები დაინიშნა. 14 წლის წინანდელი მოვლენების დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირება არ მგონია სწორი. დღეს ვართ სხვა პოლიტიკურ ვითარებაში, უმცირესობა ბატონობს უმრავლესობაზე, ეს გვაქვს შესაცვლელი. ამიტომ აქცია შეიძლება ჩატარდეს 6-ში, 7-ში, 8- შიც. დანარჩენი ყველაფერი დეტალებია და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

შეკითხვაზე, კოალიციაში შემავალ პარტიებს ხომ არ ჰქონდათ პროტესტი 7 ნოემბერთან დაკავშირებით, ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს უმნიშვნელო ამბავია.
„ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელო ამბავია“, – განაცხადა ობოლაძემ.