ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ოპოზიციური პარტიებიდან „მოქალაქეებმა“ დაუჭირეს მხარი
ოპოზიციური პარტიებიდან ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას „მოქალაქეებმა“ დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პირველი არხი კენჭისყრის შედეგებს გაეცნო, საიდანაც ირკვევა, რომ ნიკა მელისათვის მანდატის შეჩერებას მხარი დაუჭირს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება თავისივე განცხადების საფუძველზე შეუწყვიტა. პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა.