ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
პირველი რესპუბლიკის დარბაზში, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე პროკურორი ამირან გულუაშვილის სიტყვით გამოსვლას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.
დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მან უკვე წაიკითხა და იცის, რაზე უნდა ისაუბროს პროკურორმა.
„კითხვა არ იცით, რა პოზიცია უნდა მოვისმინოთ“, – მიმართა მან უმრავლესობის დეპუტატებს.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომის შემდეგ, 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.