ნიკა მელია აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციები შუალედურ არჩევნებს ეხებოდა
ნიკა მელია აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციები შუალედურ არჩევნებს ეხებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოსთან“ გამართული კონსულტაციები შუალედურ არჩევნებს ეხებოდა.

როგორც პირველ არხს მელიამ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი საპარლამენტო უმცირესობის სტატუსზე არ ყოფილა და მხოლოდ შუალედურ არჩევნებზე იმსჯელეს.

„მაისში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნებია და ამ საკითხზე კონსულტაციები გავმართეთ. ჩვენთვის და მათთვის საინტერესოა, თუ სად ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რადგან ორივე ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. დაახლოებით 30 ოლქშია შუალედური არჩევნები. კონსულტაციები მიმდინარეობს, არ გვინდა, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს ხმები წაართვან. უმცირესობაზე კი, ერთი სიტყვაც არ ყოფილა”, – განაცხადა მელია.

2019 წლის 19 მაისს შუალედური არჩევნები ჩატარდება საგარეჯოს, ადიგენის, ახმეტის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. ასევე შუალედური არჩევნებით მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ხულოში. თბილისში კი, ვადამდელი არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო.